ფლორიან ვირცთან მოლაპარაკებები ლივერპულმაც გამართა

ფლორიან ვირცისთვის ბრძოლაში მიუნხენის ბაიერნისა და მანჩესტერ სიტის გარდა ლივერპულიც ჩაერთო. CF Bayern Insider-ს ინფორმაციით მერსესაიდული კლუბის მესვეურებმა 22 წლის გერმანელ შემტევთან მოლაპარაკებები გამართეს.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიუნხენის ბაიერნი ფლორიან ვირცს ტრანსფერზე ზეპირსიტყვიერად შეუთანხმდნენ, თუმცა პირველი ოფიციალური წინადადებით ლევერკუზენის ბაიერს მანჩესტერ სიტიმ მიმართა.

ცნობილი სპორტული გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით ფლორიან ვირცი არა მხოლოდ მანჩესტერ სიტის წარმომადგენლებს, არამედ ლივერპულის მესვეურებსაც შეხვდა და მათი წინადადებაც მოისმინა.

მერსესაიდელებს კარგად ესმით, რომ 22-წლის შემტევის სატრანსფერო უფლებები 100 მილიონ ევროზე მეტი დაჯდება, ხოლო ლევერკუზენის ბაიერს ფლორიან ვირცის სანაცვლოდ დაახლოებით 150 მილიონი ევროს მიღების სურვილი აქვს.

Bild-ის ინფორმაციით რეკორდმაისტერის მესვეურები უკვე ამზადებენ 100 მილიონიან სატრანსფერო შეთავაზებას და იმედი აქვთ, რომ ფლორიან ვირცი დაპირებას შეასრულებს და სიტყვას არ გატეხს.

ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.