ფლორიან ვირცისთვის ბრძოლაში ლივერპულიც ჩაერთო
ფლორიან ვირცის შეძენის სურვილი ლივერპულს აქვს და როგორც Bild-ის ჟურნალისტი კრისტიან ფალკი იტყობინება მერსესაიდული კლუბის ხელმძღვანელობა ტრანსფერისთვის 150 მილიონი ევროს გამოყოფის საკითხს ათანხმებს.
ამ კვირაში ლივერპულის ხელმძღვანელობა მაიკლ ედუარდსის ხელმძღვანელობით ბოსტონში კლუბის მფლობელებთან შესახვედრად გაემგზავრა. Fenway Sports Group-თან შეხვედრა შედგა და საუბარი ფლორიან ვირცის ტრანსფერისთვის საჭირო 150 მილიონი ევროს გამოყოფას ეხებოდა.
22 წლის გერმანელ შემტევთან შეხვედრის შემდეგ გუშინ სასწრაფო წესით იქნა აშშ-ში მოწვეული შეხვედრა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ლევერკუზენის ბაიერს გუნდის საკვანძო ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებების სანაცვლოდ 150 მილიონი ევროს მიღება სურს.
ასევე გავრცელებულია ინფორმაცია, რომ ფლორიან ვირცთან მიუნხენის ბაიერნის მესვეურებს ტრანსფერზე ზეპირსიტყვიერი შეთანხმება აქვთ მიღწეული და რეკორდმაისტერი იმედოვნებს, რომ 22 წლის ფეხბურთელი პირობას შეასრულებს.
რაც შეეხება მანჩესტერ სიტის, BBC-ის ინფორმაციით ქალაქელებმა შესაძლოა ფლორიან ვირცზე უარი თქვან ტრანსფერის მაღალი ღირებულებიდან გამომდინარე.