ჯონათან ტამ ბაიერნთან პირობები შეათანხმა

ჯონათან ტას გადაბირებისთვის ფავორიტი ამ მომენტისთვის მიუნხენის ბაიერნია. Foot Mercato-ს ჟურნალისტის სანტი ანუას ინფორმაციით რეკორდმაისტერმა 29 წლის ცენტრალურ მცველთან ხელშეკრულების პირობები შეათანხმა.

წყაროს ინფორმაციით ჯონათან ტასთან მიუნხენის ბაიერნი სავარაუდოდ ოთხ წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს, ან მეორე ვარიანტია სამ წლიანი კონტრაქტი +1 წლით გაგრძელების შესაძლებლობით.

Foot Mercato-ს ჟურნალისტი წერს, რომ ჯონათან ტასა და კატალონიის ბარსელონას შორის ზეპირსიტყვიერი შეთანხმება ჯერ კიდევ დეკემბერში იქნა მიღწეული, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო ესპანურ გრანდს ჯერ არ შეუძლია 29 წლის მცველის გაფორმება.

ამრიგად შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე გერმანელი შესაძლოა უახლოეს პერიოდში მიუნხენის ბაიერნის ფეხბურთელი გახდეს.

ცნობილი სპორტული პორტალი transfermarkt-ი ჯონათან ტას მიმდინარე სატრანსფერო ღირებულებას 30 მილიონ ევროდ აფასებს. აღსანიშნავია, რომ 29 წლის ცენტრალურ მცველს ფარმაცევტებთან მოქმედი ხელშეკრულება ივნისის ბოლოს ეწურება და კლუბს უსასყიდლოდ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.