იოსიპ სტანიშიჩთან ხელშეკრულება 2029 წლამდე გახანგრძლივდა
იოსიპ სტანიშიჩმა, რომელიც გასულ სეზონში ლევერკუზენის ბაიერში იყო განათხოვრებული, მიუნხენის ბაიერნთან ხელშეკრულება 2029 წლის ივნისის ბოლომდე გაახანგრძლივა.
24 წლის ხორვატი მცველი მიუნხენის ბაიერნში 2017 წლიდან ირიცხება. იოსიპ სტანიშიჩმა რეკორდმაისტერის მაისური პირველად U17 გუნდის რიგებში მოირგო. 2023 წლის ზაფხულში კი იჯარის წესით ფარმაცევტებში იქნა გასხვისებული.
როგორც ჩანს მიუნხენის ბაიერნში ხორვატი მცველის პროგრესით კმაყოფილები არიან და შესაბამისად ახალი ხელშეკრულების გაფორმებამაც არ დააყოვნა. 24-წლის მცველს 2025 წლის ივნისის ბოლოს ეწურებოდა წინა ხელშეკრულება. ახლა კი კიდევ 5 წლით გახანგრძლივდა სტანიშიჩთან კონტრაქტი.
ცნობილი სპორტული პორტალი transfermarkt 24-წლის ხორვატი მცველის სატრანსფერო ღირებულებას 28 მილიონ ევროდ აფასებს.