კოდი გაკპომ შესაძლოა ლივერპული დატოვოს

კოდი გაკპომ შესაძლოა მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მერსესაიდული გრანდი დატოვოს. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი ავრცელებს.

Sky-ს ჟურნალისტის ინფორმაციით 26 წლის ნიდერლანდელი ვინგერით მიუნხენის ბაიერნია დაინტერესებული. კოდი გაკპოს შეძენის სურვილი კიდევ რამდენიმე კლუბს აქვს, თუმცა ჯერ-ჯერობით მეტი დეტალი უცნობია.

ფლორიან პლეტენბერგი წერს, რომ ლივერპული ფეხბურთელის გასაშვებად მზადაა, თუ მისი სატრანსფერო უფლებების სანაცვლოდ შესაბამის შემოთავაზებას მიიღებს. რამდენიმე კლუბმა უკვე გამოითხოვა მერსესაიდელებისგან 26 წლის შემტევის შესახებ ინფორმაცია, თუმცა ლივერპულს ოფიციალური წინადადება ჯერ არავისგან მიუღია.

ცნობილი სპორტული პორტალი transfermarkt-ი 26 წლის ნიდერლანდელის მიმდინარე სატრანსფერო ღირებულებას 70 მილიონ ევროდ აფასებს. კოდი გაკპოს მოქმედი კონტრაქტი ლივერპულთან 2028 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული.

ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.