რაფაელ ლეაუს სანაცვლოდ მილანი 130 მილიონს ითხოვს

რაფაელ ლეაუ, რომელიც ამ მომენტისთვის მილანის ღირსებას იცავს, მიუნხენის ბაიერნის ერთ-ერთი სატრანსფერო სამიზნეა. ცნობილი სპორტული გამოცემა BILD იტყობინება, რომ იტალიურ გრანდს პორტუგალიელის სანაცვლოდ 100 მილიონზე მეტის მიღება სურს.

Bild-ის ინფორმაციით მიუნხენის ბაიერნის ბაიერნის წარმომადგენლები ფეხბურთელის აგენტს გასულ კვირას შეხვდნენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად რაფაელ ლეაუ რეკორდმაისტერში თამაშზე თანახმაა.

იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ის ინფორმაციით მილანში იმედი აქვთ, რომ რაფაელ ლეაუს სანაცვლოდ 130 მილიონ ევროს გამოიმუშავებენ.

როგორც ირკვევა, იტალიური გრანდის ახალი მთავარ მწვრთნელს მასიმილიანო ალეგრის, პორტუგალიელის შენარჩუნება უნდა და მასზე იმედებს ამყარებს.

ცნობილი სპორტული პორტალი transfermarkt-ი რაფაელ ლეაუს მიმდინარე სატრანსფერო ღირებულებას 75 მილიონ ევროდ აფასებს. პორტუგალიელ შემტევს მოქმედი კონტრაქტი იტალიელებთან 2028 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული.

transfermarkt-ის ინფორმაციით ამ მომენტისთვის რაფაელ ლეაუს მიუნხენის ბაიერნში ტრანსფერის ალბათობა 43% შეადგენს.

ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.