ჯანლუკა დი მარციო: ფიორენტინა თომას მიულერის აგენტს დაუკავშირდა

თომას მიულერი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მიუნხენის ბაიერნს დატოვებს. იტალიელი სპორტული ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციის მისტერ ბაიერნის აგენტს ფიორენტინას წარმომადგენლები დაუკავშირდნენ.

"თომას მიულერს რაც შეეხება, შემიძლია დავადასტურო, რომ ფიორენტინა გერმანელი ფეხბურთელის აგენტს დაუკავშირდა. არანაირი შეთანხმება არ არის, თუმცა ფიორენტინას წარმომადგენლებს აინტერესებდათ ხომ არ მოისურვებდა თომას მიულერი იტალიაში კარიერის გაგრძელებას. 

ბაიერნის ყოფილი ფეხბურთელებისთვის ფიორენტინა იდეალური ადგილია. აქ თამაშობდნენ ფრანკ რიბერი და მარიო გომესი. ფიორენტინა შეეცდება მიულერი დაარწმუნოს, რომ აქ მას თავისუფლება ექნება დატკბეს თამაშითა და ქალაქით, რომელიც მას შეიყვარებს.

გერმანელის აგენტმა კონკრეტული არაფერი უპასუხა. სავარაუდოდ ამ ეტაპზე სურს ყველა დაინტერესებული მხარის შემოთავაზება მოაგროვოს ერთად და უკვე სეზონის დასრულების შემდეგ გაესაუბროს თომას მიულერს", - განაცხადა ჯანლუკა დი მარციომ.

ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.