მიუნხენის ბაიერნი რაფაელ ლეაუს შეძენით ინტერესდება
რაფაელ ლეაუ, რომელიც ამ მომენტისთვის მილანის ღირსებას იცავს შესაძლოა მალე სხვა გუნდში გადავიდეს. TEAMtalk-ის ინფორმაციით პორტუგალიელი შემტევით რამდენიმე გრანდია დაინტერესებული, მათ შორის მიუნხენის ბაიერნიც.
TEAMtalk-ზე დაყრდნობით ცნობილი ხდება, რომ 25-წლის პორტუგალიელი შემტევით დაინტერესებული მანჩესტერ იუნაიტედი და ლონდონის ჩელსია. რაფაელ ლეაუს შეძენით სერიოზულად დაინტერესებულია მიუნხენის ბაიერნიც.
25-წლის შემტევს მოქმედი კონტრაქტი იტალიურ გრანდთან 2028 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული. ცნობილი სპორტული პორტალი transfermarkt-ი რაფაელ ლეუს მიმდინარე სატრანსფერო ღირებულებას 75 მილიონ ევროდ აფასებს.
ჩამოთვლილი გუნდების გარდა ირკვევა, რომ პორტუგალიელის მიმართ ინტერესს ლონდონის არსენალიც იჩენს.
ცნობილია, რომ ფლორიან ვირცის ხელიდან გაშვების შემდეგ, მიუნხენის ბაიერნში გადაწყვიტეს მარცხენა გარემარბის შეძენა, ხოლო ათიანის პოზიციაზე ჯამალ მუსიალა ითამაშებს.
ამრიგად მიუნხენელები სავარაუდოდ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში სწორედ, რომ შემტევ გარემარბს დაიმატებენ, თუმცა იქნება ეს რაფაელ ლეაუ თუ არა ჯერ დაზუსტებით ვერ ვიტყვით.