ჯამალ მუსიალა: დონარუმას არ ვადანაშაულებ

ჯამალ მუსიალა ცნობილ გერმანულ სპორტულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე მიღებულ უმძიმეს ტრავმაზე საუბრობს. გერმანელი შემტევი აღნიშნავს, რომ ჯანლუიჯი დონარუმას არ ადანაშაულებს მომხდარში.

"ფეხი კარგად მაქვს, სარეაბილიტაციო პროცესიც გეგმის მიხედვით მიდის. ხელჯოხები აღარ მჭირდება, თუმცა არ ვჩქარობ, მინდა ყოველი დღე სასიკეთო იყოს.

ტრავმის მიღების შემდეგ პირველი რამდენიმე კვირა ფსიქოლოგიურად საკმაოდ მძიმე იყო. შემდეგ მივხვდი, რომ თუ ზედმეტ ყურადღებას არ გავამახვილებდი მომხდარზე ამით არაფერი არ შეიცვლებოდა, მივხვდი, რომ სიმშვიდე უნდა შემენარჩუნებინა.

ტრავმის მიღების შემდეგ რამდენიმე დღე უნდა დამესვენა ყველაფრისგან. სანამ ოპერაცია არ გამიკეთეს სოციალური ქსელებით არ მისარგებლია. ჯანლუიჯი დონარუმას არ ვადანაშაულებ. ასეთი რამ ხდება ხოლმე, ინციდენტის შემდეგ მან დამირეკა და ვისაუბრეთ", - განაცხადა ჯამალ მუსიალამ Bild-თან ინტერვიუში.

ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.