თომას მიულერი: ბაიერნის მატჩებზე დასასწრებად მალე ბილეთი დამჭირდება

თომას მიულერი მიუნხენის ბაიერნის ზაფხულში დასატოვებლად ემზადება. შეგახსენებთ, რომ რეკორდმაისტერის ხელმძღვანელობამ 35-წლის გერმანელს ახალი ხელშეკრულება აღარ შესთავაზა და ამრიგად მიულერი სეზონის დამთავრების შემდეგ ბავარიულ გრანდს დატოვებს.

"მომავალი სეზონიდან ბაიერნის მატჩებზე დასასწრებად ბილეთი დამჭირდება. ვფიქრობ, კლუბში კავშირებს გამოვიყენებ, რათა ბილეთი ვიშოვო. ავტობუსიდან გადმოსვლა და გვირაბის გავლით სტადიონზე შესვლა ეს ჩემთვის რუტინაა.

ყოველი სეზონის დასრულების შემდეგ ვიმეორებ: კარგი ზაფხულში თავიდან დავიწყებთ. ახლა ეს აღარ იქნება, რაც ჩემთვის საკმაოდ რთულად აღსაქმელია", - განაცხადა თომას მიულერმა მაინცთან შეხვედრის შემდეგ.

რეკორდმაისტერი ბუნდესლიგის 32-ე ტურში სტუმრად ლაიპციგს ესტუმრება. იმ შემთხვევაში თუ ვენსან კომპანის შეგირდები გამარჯვებას მოახერხებენ რეკორდმაისტერი ოფიციალურად გაიფორმებს ჩემპიონის ტიტულს.

ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.