ანონსი: ბაიერნი - ჩელსი
ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება. დღეს თბილისის დროით 23:00 საათზე მიუნხენის ბაიერნი ალიანც არენაზე ლონდონის ჩელსის უმაპსინძლებს. ვენსან კომპანის გუნდი ინგლისელებს ამ მომენტისთვის დაუმარცხებლის სტატუსში ხვდება.
გერმანიის მოქმედმა ჩემპიონმა სეზონი სუპერთასზე გამარჯვებით დაიწყო, რეკორდმაისტერმა შტუტგარტი ანგარიშით 2:1 დაამარცხა. მიუნხენელებმა ბუნდესლიგაც იდეალურად დაიწყეს და გამართული სამი შეხვედრიდან ყველაში გაიმარჯვეს.
მიუნხენის ბაიერნი და ლონდონის ჩელსი უკანასკნელად ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე 2020 წელს შეხვდნენ. ორი შეხვედრის ჯამში მაშინ რეკორდმაისტერმა 7:1 გაიმარჯვა.
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატისა და კონფერენს ლიგის გამარჯვებულებმაც მიმდინარე სეზონი კარგად დაიწყეს. გამართული ოთხი შეხვედრიდან ლონდონელებმა 2 მატჩი გამარჯვებით, ხოლო 2 ფრედ დაასრულეს.
საკადრო პრობლემების გათვალისწინებით დღევანდელ შეხვედრაში მიუნხენის ბაიერნის სავარაუდო სასტარტო შემოადგენლობა ასეთი უნდა იყოს.