ლოთარ მათეუსი მანუელ ნოიერის პოტენციურ მემკვიდრეს ასახელებს

ლოთარ მათეუსი Sky Sport Germany-თან მიცემულ ინტერვიუში მიუნხენის ბაიერნის სათადარიგო მეკარეზე იონას ურბიგზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ახალგაზრდა კიპერს ეტაპობრივად შეუძლია მანუელ ნოიერის სრულფასოვანი შემცვლელი გახდეს.

"ოთხშაბათს კიოლნის წინააღმდეგ იონას ურბიგი კვლავ სასტარტო შემადგენლობაში იქნება. შაბათს გლადბახთან შეხვედრაში მან უკვე შეიგრძნო ის ატმოსფერო, რაც ყოფილი გუნდის წინააღმდეგ დახვდება.

თუ ბერლინში უნიონის წინააღმდეგ დაშვებულ შეცდომას არ გავითვალისწინებთ, იონას ურბიგი ბაიერნში ცუდად არ გამოიყურება. ის ყოველ დღე მანუელ ნოიერთან ერთად ვარჯიშობს და მისგან ბევრი რამ შეუძლია ისწავლოს.

თუ პროგრესირებას გააგრძელებს ეტაპობრივად შეძლებს მანუელ ნოიერის მემკვიდრე გახდეს. არ უნდა გამოირიცხოს ალექსანდრ ნიუბელის ვარიანტიც, რომელიც ჯერ კიდევ ხელშეკრულებით ბაიერნთანაა დაკავშირებული", - ლოთარ მათეუსის სიტყვებს ციტირებს Sky Sport Germany.

ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.