ბაიერნი იონას ურბიგს მეტ სათამაშო დროს მისცემს
იონას ურბიგი მიუნხენის ბაიერნის ძირითადი მეკარე სეზონის საკმაოდ მნიშნელოვან ფაზაში გახდა. მანუელ ნოიერის ტრავმის გამო ძირითადში დამკვიდრების შანსი ახალგაზრდა 21-წლის გერმანელ გოკლიპერის მიეცა.
ცნობილი გერმანული სპორტული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით რეკორდმაისტერის მესვეურები ახალი სეზონიდან იონას ურბიგს მეტ სათამაშო დროს მისცემენ.
წყაროდან ვგებულობთ, რომ 21-წლის გოლკიპერმა, რომელიც სეზონის დასაწყისში კიოლნის ღირსებას იცავდა, თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინა და მომავალ სეზონში, მიუხედავად იმისა იქნება თუ არა მწყობრში მანუელ ნოიერი, გარანტირებულად 10-15 თამაშს ითამაშებს.
მიუნხენური კლუბის მესვეურები მიიჩნევენ, რომ იონას ურბიგს დიდი მომავალი აქვს და ალექსანდერ ნიუბელის გზას არ დაადგება, რომელიც ფაქტია ბაიერნს აღარ სჭირდება და არენდით არის განათხოვრებული.
მიმდინარე სეზონში 21 წლის გერმანელმა მეკარემ რეკორდმაისტერის მაისურით 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 15 გოლი გაუშვა. იონას ურბიგის აქტივში 4 მატჩში მშრალად შენახული კარია.