ჰარი კეინი შესაძლოა ბარსელონაში გადავიდეს
ჰარი კეინი შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში კატალონიის ბარსელონაში გადავიდეს. Diario Sport-ის ინფორმაციით ზაფხულში შესაძლოა ესპანელებმა გამოსასყიდი თანხის პუნქტით ისარგებლონ და ინგლისელი შეიძინონ.
გაცნობებთ, რომ 32 წლის ინგლისელი თავდამსხმელის გამოსასყიდი თანხა 65 მილიონ ევროს შეადგენს. Diario Sport-ის ინფორმაციით ჰარი კეინი უკვე ფიქრობს სამომავლო გეგმებზე, რომელთა შორის მიუნხენში დარჩენის ვარიანტსაც განიხილავს.
Diario Sport წერს, რომ ჰარი კეინი მომავალთან გადაწყვეტილებას მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მიიღებს.
თავის მხრივ ბლაუგრანა ტოპ 9-იანის გადაბირების ვარიანტს აქტიურად განიხილავს, თუმცა ყველაფერი საბოლოოდ მაინც კლუბის ფინანსურ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული. რაც მნიშვნელოვანია 1:1 წესის შესაბამისობის დაცვა იქნება აქტუალური.
Diario Sport-ის ინფორმაციით ჰარი კეინს კარგი ხელფასის იმედიც აქვს. 32-წლის ინგლისელი ფორვარდი ამ მომენტში რეკორდმაისტერში წლიურ 25 მილიონ ევროს გამოიმუშავებს გადასახადების ჩათვლით.
კატალონიის ბარსელონას გარდა ჰარი კეინის შეძენის მსურველი რამდენიმე ინგლისური კლუბია, მათ შორის ტოტენჰემი. დაინტერესებულთა შორის საუდის არაბეთის გუნდებიცაა.
აღსანიშნავია, რომ ბლაუგრანა ჯერ კიდევ მაშინ აწარმოებდა მოლაპარაკებებს ჰარი კეინთან, როდესაც ეს უკანასკნელი ლონდონში თამაშობდა, თუმცა მაშინ ტრანსფერი არ შედგა. ახლა ესპანეთში კარგად ესმით, რომ ინგლისელი თავდამსხმელი ღია იქნება სატრანსფერო მოლაპარაკებებისთვის თუ სარფიან წინადადებას მიიღებს.