ლუის ენრიკე: მიუნხენის ბაიერნი ძალიან ძლიერი გუნდია

ლუის ენრიკე ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გასამართ მატჩს ეხმაურება. ესპანელი სპეციალისტი მიუნხენის ბაიერნის მიმდინარე სეზონის შედეგებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ რეკორდმაისტერი ძალიან ძლიერი გუნდია.

"ევროპის ყველაზე ძლიერი გუნდის გასარკვევათ სეზონის დასრულებას უნდა დაველოდოთ. უნდა დაველოდოთ და ვნახოთ რამდენ ტიტულს მოიგებს გუნდი. მიუნხენის ბაიერნი ახლა ძალიან ძლიერი გუნდია, რაც მუდმივად ასე იყო.

ვიცით რაოდენ რთული შეხვედრა გველის წინ, ამისთვის მზად ვართ. მსგავსი სიტუაცია იქნება, იდენტური პრინციპებით. საკმაოდ სანახაობრივი თამაში იქნება.

ზედიზედ 15 გამარჯვება ეს წარმოუდგენელია. რეკორდმაისტერი შექებას იმსახურებს, თუმცა დღეს პარკ დე პრენსზე ჩვენი გულშემატკივრების თანასწრებით ჩვენ საკმაოდ დამაჯერებლები ვიქნებით, რათა რაც შეიძლება კარგად ვითამაშოთ და ბაიერნის წნეხი დავძლიოთ.

დღევანდელი შეხვედრა ზაფხულში მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე გამართული მატჩის მსგავსი იქნება", - ამბობს ლუის ენრიკე.

ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.