კრისტოფ ფროიდი: დარწმუნებული ვარ უპამეკანო დარჩება

კრისტოფ ფროიდი, რომელიც ამ მომენტისთვის მიუნხენის ბაიერნის სპორტული დირექტორის თანამდებობას იკავებს, დარწმუნებულია, რომ დაიო უპამეკანო რეკორდმაისტერში ასპარეზობას გააგრძელებს.

"დაიო უპამეკანო ამ მომენტისთვის ბრწყინვალე ფორმაშია და ბედნიერია. ამას თქვენც შეამჩნევდით. განსაკუთრებით შეამჩნევთ, როდესაც ყოველ დღეს მასთან ერთად ატარებთ. მისთვის მნიშვნელოვანია როგორ მუშაობს ყველაფერი დანარჩენი: მწვრთნელი, სამწვრთნელო შტაბი. დაიო ამ ყველაფერხ ხედავს და აფასებს.

ჩვენი თამაშის სტილი მას ძალიან უხდება, ეს იგრძნობა, როდესაც უპამეკანო მოედანზეა. ამრიგად, მიუნხენის ბაიერნს მისთვის ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია.

დაიო უპამეკანოს ოჯახი მიუნხენში თავს ბედნიერად გრძნობს. აშკარაა, რომ ის ფორმის პიკშია, ამიტომ ეს მისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. მთლიანობაში უპამეკანო კარგად ხვდება მის როლს გუნდში. დარწმუნებული ვარ ის ბაიერნში დიდი ხნით დარჩება", - ამბობს კრისტოფ ფროიდი.

ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.