მანჩესტერ სიტიმ ლევერკუზენს შეთავაზება გაუკეთა
ფლორიან ვირცის მიუნხენის ბაიერნისთვის ართმევას მანჩესტერ სიტი ცდილობს. ცნობილი სპორტული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით ქალაქელებმა ლევერკუზენის ბაიერს 22 წლის შემტევის ტრანსფერთან დაკავშირებით შეთავაზება გაუკეთეს.
BILD-ის ჟურნალისტის კრისტიან ფალკის ინფორმაციით ინგლისურმა გრანდმა ახლა გადაწყვიტა ფლორიან ვირცის ტრანსფერის განხორციელება, როდესაც მიუნხენის ბაიერნი უკვე გადაბირების აქტიურ ფაზაშია გადასული და ფლორიან ვირცის შეძენაზე მუშაობს.
წყარო გვატყობინებს, რომ პეპ გვარდიოლა 22 წლის გერმანელ ფეხბურთელს კევინ დე ბრუინეს შემცვლელად მოიაზრებს, რომელიც მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ქალაქელების გუნდს დატოვებს.
უკვე ცნობილია, რომ თავად ფარმაცევტებსაც ინტერესი აქვთ ფლორიან ვირცი საზღვარგარეთ გაუშვან, ვიდრე ბუნდესლიგაში თავის პირდაპირ კონკურენტ მიუნხენის ბაიერნზე გაასხვისონ.
მეტი დეტალი იმის თაობაზე თუ კონკრეტულად რა ციფრზეა საუბარი მანჩესტერ სიტის მხრიდან უცნობია.