ალეხანდრო გრიმალდოს შეძენა ბაიერნსა და ბარსას სურთ
ალეხანდრო გრიმალდო, რომელიც ამ მომენტისთვის ლევერკუზენის ბაიერის ღირსებას იცავს, მიუნხენის ბაიერნისა და კატალონიის ბარსელონას ერთ-ერთი სატრანსფერო მიზანი გახდა. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ჟურნალისტი მატეო მორეტო ადასტურებს.
ჟურნალისტის ინფორმაციით მიუნხენური გრანდი ამ ეტაპზე ფეხბურთელს აკვირდება, აღსანიშნავია, რომ შესაძლებლობის შემთხვევაში 30-წლის ფეხბურთელი ესპანეთში დაბრუნებას ამჯობინებს.
თავის მხრივ კატალონიის ბარსელონაც ამ მომენტისთვის სიტუაციას აკვირდება და რაიმე კონკრეტული ნაბიჯები არ გადაუდგავს.
Marca-თან ინტერვიუში მატეო მორეტო აღნიშნავს, რომ კატალონიური კლუბი არ ისურვებდა მისი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი მიუნხენის ბაიერნში გადასულიყო, ამიტომ ალეხანდრო გრიმალდოს ტრანსფერს უფრო მეტად ლა ლიგას უკავშირებენ.
მორეტო ამბობს: "კლუბსა და ფეხბურთელს შორის იდეალური ურთიერთობაა, თუ კი როდესმე ალეხანდრო გრიმალდო დაბრუნებას გადაწყვეტს ამას არავინ შეეწინააღმდეგება".
შეგახსენებთ, რომ გრიმალდო წარსულში ბარსელონა ბ-ს ღირსებას იცავდა. 30 წლის ფეხბურთელი ბლაუგრანას აღზრდილია.