ჰარი კეინმა შესაძლოა ბუნდესლიგის ბოლო მატჩი გამოტოვოს
ჰარი კეინმა შესაძლოა მიუნხენის ბაიერნის დახმარება მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგის ბოლო შეხვედრაში ვერ მოახერხოს. The Telegraph-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ინგლისელ ფორვარდს წელზე აქვს პრობლემა.
შეგახსენებთ, რომ სწორედ წელზე არსებული პრობლემების გამო იქნა ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ჰარი კეინი მოედნიდან გაყვანილი და ამავე მიზეზით გამოტოვა ვოლფსბურგთან მატჩი.
The Telegraph გვატყობინებს, რომ 30-წლის ფეხბურთელის ჰოფენჰაიმთან მატჩში მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, თუმცა რაც მთავარია, ჰარი კეინი ევრო-2024-თვის სრულ მზადყოფნაში იქნება.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გერმანიაში გაიმართება. ინგლისის ნაკრები სერბეთთან, დანიასთან და სლოვენიასთან ერთადაა ჯგუფში.