ვენსან კომპანი შესაძლოა ბაიერნის მწვრთნელი გახდეს

ვენსან კომპანი შესაძლოა მიუნხენის ბაიერნის მომავალი მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვიხილოთ, აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

ინსაიდერის ინფორმაციით უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში რამდენიმე კლუბი განიხილავდა 38-წლის სპეციალისტის კანდიდატურას მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

ფაბრიციო რომანოს თქმით ვენსან კომპანით დაინტერესებული რეკორდმაისტერის მესვეურებიც არიან, რომლებიც ტომას ტუხელის ოფიციალურად წასვლის შემდეგ აქტიურად განაგრძობენ მთავარი მწვრთნელის ძიებას.

აღსანიშნავია, რომ ვენსან კომპანს ბრაიტონიც აკვირდება, რომლის რიგების სულ ახლახანს რობერტო დე ძერბიმ დატოვა.
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.