ჰარი კეინი 2023/24 წლის სეზონის ოქროს ბუცის გამარჯვებულია
ჰარი კეინი ევროპის ოქროს ბუცის ოფიციალური გამარჯვებული გახდა, ჯილდო, რომელიც ყოველწლიურად გადაეცემა უეფას ლიგებს შორის საუკეთესო ბომბარდირს.
2023/24 წლის სეზონში ინგლისელმა თავდამსხმელმა ბუნდესლიგაში 36 გოლი გაიტანა 32 შეხვედრაში. შეგახსენებთ, რომ ჰარი კეინი გასული წლის ზაფხულში ტოტენჰემიდან შემოუერთდა მიუნხენის ბაიერნს.
მეორე ადგილი შტუტგარტის თავდამსხმელმა სერუ გირასიმ დაიკავა (28 გოლი 28 შეხვედრაში) ხოლო მესამე ადგილზე პარი სენ-ჟერმენის თავდამსხმელს კილიან მბაპეა (27 გოლი 29 შეხვედრაში).
გაცნობებთ, რომ ევროპის ოქროს ბუცის დაჯილდოვება 1968 წლიდან დაიწყო. დაჯილდოვების რეკორდსმენი დღემდე ინტერ მაიამის ფორვარდი ლიონელ მესია, რომელმაც ოქროს ბუცი ექვსჯერ მოიპოვა.