ანტონიო მატეუ ლაოსი: ეს ნამდვილი კატასტროფაა
ანტონიო მატეუ ლაოსი ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრას მიუნხენის ბაიერნსა და მადრიდის რეალს შორის აფასებს. ყოფილი არბიტრი მატჩის მიწურულ ეპიზოდზე აკეთებს აქცენტს და მომხდარს კატასტროფას უწოდებს.
შეგახსენებთ, რომ შეხვედრის 13-ე დამატებულ წუთზე იოზუა კიმიხმა საჯარიმოში ჩააგდო ბურთი, რომლის დამუშავებაც უმალ თომას მიულერმა მოახერხა და პასი დე ლიხტს გაუკეთა, ამ უკანასკნელმა კი მადრიდელების კარის აღება მოახერხა.
შეხვედრის მთავარმა მსაჯმა შიმონ მარცინიაკმა მიულერის გადაცემამდე დაუსტვინა და მატიას დე ლიხტი თამაშგარე მდგომარეობაში დააფიქსირა, რომელიც კიმიხის ჩაწოდების მომენტში ნუსაირ მაზრაუისთან ერთად ერთ ხაზზე იდგა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ხაზის მსაჯმა დაშვებული შეცდომის გამო ბოდიში მოიხადა.
"ნამდვილი კატასტროფა მოხდა, რომელიც არავის სურდა. სასტვენმა ვარ-ს დახმარების შესაძლებლობა წაართვა. მოხდა ყველაზე ცუდი, რაც შეიძლებოდა მსაჯთა ბრიგადის მხრიდან მომხდარიყო. ვარი უძლური აღმოჩნდა.
შეხვედრას არა ლაინსმენი აჩერებს ალამის აწევით, არამედ მთავარი არბიტრი სასტვენით. მსაჯებიც სპორტსმენები არიან და შეცდომებს უშვებენ", - ამბობს ყოფილი ესპანელი მსაჯი.