თომას მიულერი: იტალიის საუკეთესო გუნდს ვეთამაშეთ

თომას მიულერი ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩზე საუბრობს. რეკორდმაისტერის შემტევი იმედგაცრუებულია გუშინდელი დაფიქსირებული შედეგით.

"იმედგაცრუებულები ვართ. მე ყველაფერი გავაკეთე, გუნდმა ყველაფერი გაიღო. ჩვენ იტალიის საუკეთესო გუნდს ვეთამაშეთ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე სანამ ჩვენ შეგხვდვებოდა სულ ორი გოლი გაუშვა.

შეგვიძლია ყველაფერი გავაანალიზოთ. ის ფაქტიც, რომ სტანდარტული მდგომარეობიდან ორი გოლი გავუშვით. მოედანზე ვხედავდი ფეხბურთელებს, რომლებიც ბოლომდე იბრძოდნენ და დიდ ენერგიას აჩვენებდნენ. მიმაჩნია, რომ პირველ შეხვედრაში ინტერის მიერ გატანილი გოლი საბოლოოდ გადამწყვეტი აღმოჩნდა.

გულშემატკივრებმა დაინახეს, რომ ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ. ისინი გულდაწყვეტილნი არიან, რადგან ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი ფინალი სახლში გაიმართება, თუმცა ჩემპიონთა ლიგა ეს ჩაუფიქრებელი სურვილია", - ამბობს თომას მიულერი.

ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.