იოზუა კიმიხი: ეს უნდა მომხდარიყო

იოზუა კიმიხი მიუნხენის ბაიერნის ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპიდან გამოვარდნაზე საუბრობს. გერმანელი ფეხბურთელის თქმით რეკორდმაისტერის აღნიშნული შედეგი მოსალოდნელი იყო.

შეგახსენებთ, რომ რეკორდმაისტერმა გუშინ მილანში ფრედ 2:2 ითამაშა. ორი მატჩის ჯამში კი საბოლოო ანგარიში 3:4 დაფიქსირდა. ამრიგად ვენსან კომპანის გუნდი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს გამოეთიშა.

"ძალიან ბევრჯერ დავმარცხდით. რაღაც მომენტში გარდაუვალი იყო ჩვენი გამოვარდნა. სიმართლე, რომ გითხრათ ამდენი მარცხის მიუხედავად, გაგვიმართლა ტურნირზე ასე შორს რომ გავედით.

განსაკუთრებით მნიშვნელოვან შეხვედრებში, ჩვენ ბევრად უფრო ეფექტურები უნდა ვიყოთ და ნაკლებად დაუცველები", - ამბობს იოზუა კიმიხი.

ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.