ული ჰიონესი: ტიტულს ყველაზე მეტად ჰარი კეინი იმსახურებს

ული ჰიონესი მიუნხენის ბაიერნის მიმდინარე სეზონზე საუბრობს. რეკორდმაისტერი ამ მომენტისთვის ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილს 72 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარს უკვე 8 ქულით უსწრებს.

აღსანიშნავია, რომ კარიერის განმავლობაში ჰარი კეინს ჯერ-ჯერობით არცერთი ტიტული არ მოუგია და თუ მიუნხენის ბაიერნი შეძლებს და გერმანიის ჩემპიონატს მოიგებს ინგლისელისთვის ეს პირველი საკლუბო ტიტული იქნება.

"ჩვენი ფეხბურთელებიდან ყველაზე მეტად ტიტულის მოგებას ჰარი კეინი იმსახურებს. უცხოურ კლუბში გადმოვიდა, მაგრამ უნდა ავღნიშნო, რომ ის ბაიერნის ნამდვილი ფეხბურთელი გახდა. ინგლისელი ძალიან ბევრს გოლს იტანს და გუნდისთვისაც დაუღალავად შრომობს.

თუ ტიტულს მოვიგებთ, რისი იმედიც მე ძალიან მაქვს, ჰარი მას ნამდვილად იმსახურებს", - ამბობს ული ჰიონესი.

ბუნდესლიგის მორიგ მატჩს კი მიუნხენის ბაიერნი საკუთარ კედლებში მაინცის წინააღმდეგ 26 აპრილს თბილისის დროით 17:30 საათზე გამართავს.

ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.