ჩაბი ალონსოს ფლორიან ვირცის რეალში გადასვლა სურს
ჩაბი ალონსო, რომელიც ამ მომენტში ლევერკუზენის ბაიერის მთავარი მწვრთნელია, დიდი ალბათობით მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ფარმაცევტებს დატოვებს და ახალი სეზონიდან მადრიდის რეალის დამრიგებელი გახდება.
ესპანური გამოცემა AS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბასკმა მწვრთნელმა უკვე იცის რომელი ფეხბურთელების ტრანსფერებს მოსთხოვს სამეფო კლუბს.
კონკრეტულად კი საბუარია მარტინ სუბიმენდიზე, რომელიც ახლა რეალ სოსიედადის ღირსებას იცავს და ლევერკუზენის ბაიერის შემტევზე ფლორიან ვირცზე, რომლის ტრანსფერზეც მიუნხენის ბაიერნი აქტიურად განაგრძობს მუშაობას.
AS-ის ინფორმაციის მადრიდის რეალი ორივე ფეხბურთელს დიდი ხანია აკვირდება და იცის, რომ სუბიმენდისთვის ბრძოლა ლონდონის არსენალთან, ხოლო ვირცის შემთხვევაში ბაიერნთან მოუწევს.
საინტერესოა, რომ ჩაბი ალონსოს ტრანსფერების სიაში მესამე სახელიც ფიგურირებს და ეს ჯონათან ტა გახლავთ. 29-წლის მცველი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ფარმაცევტებს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.