ლევერკუზენი ფლორიან ვირცის ბაიერნში გაშვებას არ აპირებს
ფლორიან ვირცის ტრანსფერის განსახორციელებლად მიუნხენის ბაიერნი ძალებს არ იშურებს,, თუმცა Sky Germany-ს ინფორმაციით ფარმაცევტები 21-წლის გერმანელის რეკორდმაისტერში ტრანსფერს ჩაშლიან.
წყაროს ინფორმაციით ლევერკუზენის ბაიერი გერმანელი შემტევის შენარჩუნებას ცდილობს, თუმცა თუ სიტუაცია ისე წავა, რომ ფლორიან ვირცის გაყიდვა მოუწევთ ამ შემთხვევაში უპირატესობას უცხოურ კლუბებს მიანიჭებენ.
Sky Germany-ს ცნობით საუბარია მანჩესტერ სიტიზე, ან მადრიდის რეალზე.
შეგახსენებთ, რომ ფლორიან ვირცს მოქმედი კონტრაქტი ლევერკუზენის ბაიერთან 2027 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული. ცნობილი სპორტული პორტალის transfermarkt-ის ინფორმაციით 21-წლის გერმანელი ტალანტის მიმდინარე სატრანსფერო ღირებულება 140 მილიონ ევროს შეადგენს.
ფლორიან ვირცის მიმართ მიუნხენის ბაიერნი, მანჩესტერ სიტი და მადრიდის რეალი იჩენენ ინტერესს.
უაკანასკნელ დღეებში ინფორმაცია გავრცელდა, რომ რეკორდმაისტერის მესვეურები ფლორიან ვირცის წარმომადგენლებს ტრანსფერზე შეუთანხმდნენ და 21-წლის გერმანელის სავარაუდო ჯამაგირიც კი დასახელდა ბაიერნში.
მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილი არაფერია, ფარმაცევტები ფეხბურთელის შენარჩუნებას ცდილობენ და ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გადაწყდება ვირცის მომავალი კლუბის საკითხი.