ვენსან კომპანი: მეორე ტაიმი ამ სეზონის საუკეთესო მომენტი იყო

ვენსან კომპანი ბუნდესლიგის 32-ე ტურის მატჩის შემდეგ მედიასთან კომენტარს აკეთებს და აღნიშნავს, რომ მიუნხენის ბაიერნისა და ლაიპციგის დაპირისპირების მეორე ტაიმი ამ სეზონში მისი გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი იყო.

"პირველი ტაიმი იდეალური ნამდვილად არ იყო, თუმცა სრულყოფილებას არ უნდა მოელოდე, როდესაც ამდენი ფეხბურთელი გაკლია. მიამიტები არ ვართ.

მეორე ტაიმში თითქმის იდეალურად ვითამაშეთ, ეს ამ სეზონის საუკეთესო მომენტი იყო. რათქმაუნდა, გამარჯვების ბოლო წამებზე ხელიდან გაშვება ეს ის არ არის რასაც ვისურვებდით. ზოგჯერ სასარგებლოა წარუმატებლობა განიცადო და შემდეგ სწორი რეაქცია გამოავლინო.

პირველი ტაიმის საპასუხოდ კარგი რეაქცია გვქონდა, არ შეგვშინებია. სწორედ ეს თესავს იმედს", - განაცხადა ვენსან კომპანიმ.

ბუნდესლიგის 33-ე ტურში მიუნხენის ბაიერნი საკუთარ მოედანზე მიონხენგლადბახის ბორუსიას უმასპინძლებს. მატჩი 10 მაისს თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.