იოზუა კიმიხი: მიუნხენის ბაიერნი უკვე ჩემპიონია

იოზუა კიმიხი ბუნდესლიგის 32-ე ტურის მატჩის შემდეგ პრესასთან კომენტარს აკეთებს და აღნიშნავს, რომ რეკორდმაისტერი უკვე გერმანიის ჩემპიონად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

აღსანიშნავია, რომ დღეს ვენსან კომპანის შეგირდებს გამარჯვების შემთხვევაში შანსი ჰქონდათ ბუნდესლიგის ჩემპიონის ტიტული ოფიციალურად გაეფორმებინათ, თუმცა საკმაოდ დაძაბული ბრძოლა ძალიან დრამატული აღმოჩნდა. რეკორდმაისტერმა მხოლოდ 1 ქულის წამორება მოახერხა ლაიპციგიდან.

"გულწრფელად, რომ ვთქვათ ჩვენ უკვე ჩემპიონები ვართ. არამგონია, რომ ლევერკუზენის ბაიერმა სამჯერ მოახერხოს 7:0 გამარჯვება და ჩვენ ორჯერ დავმარცხდეთ ანგარიშით 0:5. თუ ქულებს არ ჩამოგვართმევენ ჩემპიონები გავხდებით", - ამბობს იოზუა კიმიხი.

ბუნდესლიგის 33-ე ტურში მიუნხენის ბაიერნი საკუთარ მოედანზე მიონხენგლადბახის ბორუსიას უმასპინძლებს. მატჩი 10 მაისს თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.