თომას მიულერი: ბოლო საშინაო შეხვედრაშიც ისე გავალ როგორც პირველად
თომას მიულერი ბუნდესლიგის 32-ე ტურის მატჩის შემდეგ მედიასთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ჯერ-ჯერობით არაოფიციალურად, თუმცა თავს უკვე ჩემპიონად გრძნობს,
გაცნობებთ, რომ ლაიპციგთან შეხვედრაში გამარჯვების შემთხვევაში რეკორდმაისტერი ოფიციალურად ხდებოდა ბუნდესლიგის ჩემპიონი, თუმცა ვენსან კომპანის გუნდმა საკმაოდ დრამატულ მატჩში ბოლო წუთებზე გაუშვეს გოლი და ფრეს 3:3 დასჯერდნენ.
"რამდენიმე წლის წინ მსგავსი მატჩი გვქონდა ამ სტადიონზე, როდესაც არიენ რობენმა ბოლო წუთებზე მოახერხა გოლის გატანა. სპორტი სახალისოა - ეს შემიძლია გითხრათ. უცნაური შეგრძნება მაქვს მოწინააღმდეგის მიერ უკანასკნელ წუთებზე გატანილი გოლის გამო.
მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ტიტული ჯერ არ მოგვიპოვებია, თავს უკვე ჩემპიონად ვგრძნობ. ამიტომ რაღაც შუალედური შეგრძნება მაქვს.
უკანასკნელ საშინაო შეხვედრაზე ვეცდები ფეხბურთზე ვიყო კონცენტრირებული და ტიტული გავიფორმოთ, ხოლო შემდეგ გამარჯვებას გულშემატკივრებთან ერთად ავღნიშნავ.
ეს დიდი მოვლენაა გულშემატკივრებისთვის, ჩემთვის ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს - ბოლო საშინაო შეხვედრაშიც ისე გავალ როგორც პირველად", - განაცხადა თომას მიულერმა ლაიპციგთან მატჩის შემდეგ.