იან-კრისტიან დრეზენი ბაიერნს ჩემპიონობას ულოცავს
იან-კრისტიან დრეზენი მიუნხენის ბაიერნს ჩემპიონობას ულოცავს. რეკორდმაისტერის გენერალური დირექტორი ვენსან კომპანის განვლილ სეზონს შედევრს უწოდებს და ჰარი კეინს მის პირველ ტიტულს ულოცავს კარიერაში.
"გუშინ ჩვენ ლაიპციგთან ბოლო წუთებზე გოლი გავუშვით და დღეს უკვე ჩემპიონები ვართ. მინდა მთელ გუნდს გულითადად მივულოცო ჩემპიონობა, სამწვრთნელო შტაბს ვენსან კომპანის ხელმძღვანელობით, რომლის პირველი სეზონიც ნამდვილი შედევრი გამოვიდა.
დიდი მადლობა ყველა თანამშრომელს, რომლებიც კულისებს მიღმა ყოველ დღე მუშაობენ და საკუთარი წვლილი მიუძღვით ამ წარმატებაში.
მინდა ასევე ჰარი კეინს მივულოცო ეს ტიტული. ინგლისელმა ბაიერნის მაისურით უკვე შეძლო წარმოუდგენელი 80 გოლის გატანა და ყველას დაანახა, რომ მას ტიტულების მოგება შეუძლია!
ძვირფასო ბაიერნის ოჯახო ჩვენ ისევ ჩემპიონები ვართ! შაბათს ტიტული კვლავ სახლში დაბრუნდება", - განაცხადა იან-კრისტიან დრეზენმა.