ბაიერნმა 2025/26 წლების გასვლითი ფორმა წარადგინა

მიუნხენის ბაიერნმა 2025 - 2026 წლების ახალი გასვლითი ფორმა გულშემატკივრებს დღეს წარუდგინა. ფორმა ალიანც არენას 20 წლის იუბილეს ეძღვნება, რომელიც სწორედ სტადიონის დეტალებს ასახავს.

"როდესაც ფერები ქმნიან ატმოსფეროს, ვიზუალი ისტორიებს გვიამბობს, სახლში ფინალური ასპარეზობა კულმინაციად იქცევა. ალიანც არენას 20 წლის იუბილესთვის მიძღვნილ ახალ ფორმას წარმოგიდგენთ ბაიერნი მის პარტნიორ ადიდასთან ერთად", - წერია რეკორდმაისტერის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

ახალი გასვლითი ფორმის დიზაინი აერთიანებს თანამედროობას ისტორიასთან, აკავშირებს წარსულს მომავალთან. თეთრი, ნაცრისფერი და კაშკაშა ნარინჯისფერი გამოხატავს და ამავდროულად პატივს მიაგებს გერმანიის უდიდესი საფეხბურთო კლუბის უნიკალურ საშინაო არენას. საერთაშორისო ფეხბურთის ღირსშესანიშნაობას, რომელიც 2005 წლიდან ბაიერნის საშინაო არენაა

ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.