ბაიერნი ლეროი სანეს გაუმჯობესებულ პირობებს არ შესთავაზებს
ლეროი სანესთან თითქოს ყველაფერი გარკვეული იყო და მიუნხენის ბაიერნთან ხელშეკრულების გახანგრძლივება დროის საკითხი გახლდათ, თუმცა გერმანელმა შემტევმა ბოლო მომენტში გადაიფიქრა და კლუბის გასაკვირად აგენტიც შეიცვალა.
Abendzeitung-ის ცნობით მიუნხენური კლუბის მესვეურები ლეროი სანესთვის უკვე შეთავაზებული ხელშეკრულების პირობების გაუმჯობესებული ვარიანტის შეთავაზებას არ აპირებენ.
წყაროს ინფორმაციით თუ ლეროი სანე და მისი წარმომადგენლები უკვე შეთავაზებულ პირობებზე უარს იტყვიან, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ გერმანელი დიდი ალბათობით რეკორდმაისტერს დაემშვიდობება.
აქამდე იწერებოდა ინფორმაცია, რომ ლეროი სანესთან შეთანხმება მიღწეული იყო და ხელშეკრულებაზე ხელმოწერა იყო დარჩენილი. საუბარი 3 წლიან კონტრატქზე იყო, თუმცა ბოლო მომენტში ფეხბურთელმა კონტრაქტზე უარი თქვა და აგენტი გამოიცვალა.
მიმდინარე სეზონში ლეროიმ ბაიერნის მაისურით 43 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გერმანელი შემტევის მონაგარი 13 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემაა. ლეროი სანეს მიმართ ინტერესს ლონდონის ჩელსი და ლონდონის არსენალი გამოხატავენ.