ფლორიან ვირცს მიუნხენის ბაიერნში გადასვლა სურს
ფლორიან ვირცს, როგორც ჩანს, მიუნხენის ბაიერნში ტრანსფერი სურს. აღნიშნულ ინფორმაციას Bayern & Germany ავრცელებს სოციალურ ქსელ X-ზე და წყაროდ ცნობილ გერმანულ სპორტულ გამოცემა BILD-ს ასახელებს.
BILD-ის ინფორმაციით ცნობილი ხდება, რომ 22-წლის გერმანელმა შემტევმა მიუნხენის ბაიერნში ტრანსფერის სურვილის შესახებ ლევერკუზენის ბაიერის მთავარ მწვრთნელს ჩაბი ალონსოს უთხრა.
პრესაში უკვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მიუნხენური კლუბის მესვეურები ფარმაცევტებისთვის სოლიდური შეთავაზების გასაკეთებლად ემზადებიან, ხოლო ფეხბურთელის წარმომადგენლებთან ტრანსფერზე შეთანხმება მიღწეულია.
ცნობილი სპორტული პორტალი transfermarkt-ი 21 წლის შემტევის მიმდინარე სატრანსფერო ღირებულებას 140 მილიონ ევროდ აფასებს. ფლორიან ვირცს მოქმედი კონტრაქტი ფარმაცევტებთან 2027 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული.
შეგახსენებთ, რომ გერმანელი შემტევისთვის ბრძოლას განაგრძობენ მადრიდის რეალი და მანჩესტერ სიტიც.