იუპ ჰაინკესი: თომას მიულერს განსაკუთრებული ნიჭი აქვს
იუპ ჰაინკესი, რომელიც მიუნხენის ბაიერნის ყოფილი მწვრთნელი გახლავთ, რეკორდმაისტერიდან თომას მიულერის წასვლას გამოეხმაურა. გერმანელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ მისტერ ბაიერნი განსაკუთრებული ნიჭითაა დაჯილდოვებული.
"იმას რასაც კარიერაში თომას მიულერმა მიაღწია ნამდვილი სიგიჟეა. მას განსაკუთრებული ნიჭი აქვს, გოლის ალღო, რაც ბევრი ადამიანის თანდაყოლილი ნიჭი არ არის.
თომასი გასაკვირად ამტანია და თითქმის არასდროს არის ტრავმირებული.
მიულერს შეუძლია სამომავლოდ სამწვრთნელო კარიერის გარეშეც მიაღწიოს წარმატებას, მაგალითად კომერციის სფეროში. თომასს ნამდვილი მენეჯერის პროფილი აქვს, ძალიან ჭკვიანი და შრომისმოყვარეა", - განაცხადა იუპ ჰაინკესმა.
აღსანიშნავია, რომ მიუნხენის ბაიერნში 18 წლიანი ასპარეზობის განმავლობაში თომას მიულერმა უამრავი ტიტული მოიპოვა, მათ შორის 13 ბუნდესლიგის ტიტული და 2 ჩემპიონთა ლიგის.