ჰარი კეინი: შრომითა და მსხვერპლით სავსე გრძელი გზა იყო

ჰარი კეინი ბუნდესლიგის 33-ე ტურის მატჩის შემდეგ მედიასთან კომენტარს აკეთებს. მიუნხენის ბაიერნმა საკუთარ მოედანზე მიონხენგლადბახის ბორუსიას უმასპინძლა და დამაჯერებლად 2:0 იმარჯვა. რეკორდმაისტერს გუშინ ალინაც არენაზე ოფიციალურად გადასცეს ბუნდესლიგის ტიტული.

შეგახსენებთ, რომ 31-წლის ინგლისელისთვის კარიერის განმავლობაში ეს პირველი ტიტულია.

"წარმოუდგენელი შეგრძნებაა. ეს საკმაოდ გრძელი გზა იყო. უამრავი მსხვერპლი და შრომა იქნა გაღებული ასეთი მომენტისთვის, რომ გულშემატკივრებთან ერთად გვეზეიმა.

იმედი მაქვს ეს პირველი ტიტულია სხვა მრავალთაგან, რომელსაც მომავალში მოვიგებ. ჩვენ შესანიშნავი გუნდი და მწვრთნელი გვყავს", - განაცხადა ჰარი კეინმა.

მიუნხენის ბაიერნს ბუნდესლიგაში ერთი შეხვედრა დარჩა ჩასატარებელი. 17 მაისს თბილისის დროით 17:30 საათზე ვენსან კომპანის გუნდი სტუმრად ჰოფენჰაიმს დაუპირისპირდება და ამ შეხვედრით ოფიციალურად დაასრულებს მიმდინარე სეზონს.

ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.