ლეროი სანეს ახალი აგენტის მოთხოვნები
ლეროი სანესთან მიუნხენის ბაიერნს ჯერ-ჯერობით არანაირი შეთანხმება არ მიუღწევია. მას შემდეგ რაც გერმანელმა შემტევმა გარემარბმა შეთავაზებულ პირობებზე უარი თქვა და აგენტი შეიცვალა პრესაში ახალი აგენტის მიერ მოთხოვნილი პირობები გავრცელდა.
აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ლეროი სანესთან შეთანხმება მიღწეული იყო. თითქოს გერმანელი რეკორდმაისტერთან ახალ ხელშეკრულებას 2028 წლამდე გააფორმებდა. ცნობილი იყო, რომ სანე 14-15 მილიონ დოლარზე იყო თანახმა (პრემიის ჩათვლით), რაც წინა კონტრაქტთან შედარებით 4-6 მილიონი დოლარით ნაკლები იყო.
თუმცა მოლაპარაკების დასკვნით ფაზაში ხელშეკრულების გაფორმებაზე უარი განაცხადა. ამჟამად სიტუაცია ასეთია: ან ბაიერნი შეთავაზებულზე მეტს გადაიხდის, ან ლეროი სანე ზაფხულში დიდი ალბათობით კლუბს დატოვებს.
Sky და Sport Bild-ის ინფორმაციით ლეროი სანეს ახალი აგენტის მოთხოვნა შემდეგნაირია: 12 მილიონი და 3 მილიონი ბონუსების სახით. ამასტან ერთად გერმანელი აგენტის მოთხოვნაა, რომ ახალი ხელშეკრულების გაფორმების გამო სანემ დამატებითი ჯამაგირი მიიღოს.
რეკორდმაისტერის მესვეურები არ კი აპირებენ არსებული შეთავაზების (10 მილიონი ხელფასი + 5 მილიონი, ბონუსებისა და პრემიის გარეშე) გაუმჯობესებას, რომელიც ძველ აგენტთან უკვე შეთანხმებული იყო.