ბაიერს ფლორიან ვირცის მიყიდვა სიტისთვის სურს

ფლორიან ვირცი უკანასკნელი დღეების ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი თემაა. Kicker-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ფარმაცევტებს 22-წლის შემტევის მანჩესტერ სიტისთვის მიყიდვა ურჩევნიათ, ვიდრე ბაიერნისთვის.

Kicker-ი წერს, რომ ფინანსური რესურსებიდან გამომდინარე მანჩესტერ სიტის უფრო გაუადვილდება ლევერკუზენისთვის სასურველი 150 მილიონი ევროს გადახდა. მიუნხენის ბაიერნი, რომელიც ასევე გერმანელი ნახევარმცველისთვის ბრძოლაში ერთ-ერთი მთავარი პრეტედენტია, ამხელა ხარჯის გაღებას არ აპირებს და გათვლას შედარებით მოკრძალებულ თანხაზე აკეთებს.

დამატებით აღსანიშნავია, რომ ფარმაცევტებს არ სურთ გუნდის მთავარი საკვანძო ფეხბურთელი ბუნდესლიგაში პირდაპირ კონკურენტს მიჰყიდონ.

Kicker-ის ინფორმაციით ლევერკუზენის ბაიერის მესვეურებს იმედი აქვთ, რომ თავად ფლორიან ვირცი მიუნხენის ბაიერნის ნაცვლად უცხოეთში უფრო ისურვებდა კარიერის გაგრძელებას.

ცნობილი სპორტული პორტალი transfermarkt-ი ფლორიან ვირცის მიმდინარე სატრანსფერო ღირებულებას 140 მილიონ ევროდ აფასებს. რეკორდმაისტერში 22 წლის შემტევის ტრანსფერის ალბათობა კი ამ მომენტისთვის 55% შეადგენს.

ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.