ფლორიან ვირცი ინგლისში მოლაპარაკებებზე ჩავიდა

ფლორიან ვირცი მანჩესტერ სიტისთან მოსალაპარაკებლად ინგლისში იყო ჩასული. აღნიშნულ ინფორმაციას Sky-ს ჟურნალისტი კრისტიან ფალკი ავრცელებს და წერს, რომ 22-წლის გერმანელი შემტევი მშობლებთან ერთად იყო გამგზავრებული.

აღსანიშნავია, რომ ფლორიან ვირცის შეძენის სურვილი პეპ გვარდიოლას აქვს, რომელიც მას კევინ დე ბრუინეს შემცვლელად მოიაზრებს.

კიდევ ერთი წყარო Sky Sports-ი კი იტყობინება, რომ მანჩესტერ სიტისა და ლევერკუზენის ბაიერს შორის ზეპირსიტყვიერი შეთანხმება უკვე მიღწეულია. ქალაქელებმა იციან, რომ ფარმაცევტებს ურჩევნიათ ფლორიან ვირცი საზღვარგარეთ გაუშვან, ვიდრე ბუნდესლიგაში პირდაპირ კონკურენტს მიჰყიდონ.

თავის მხრივ რეკორდმაისტერის მესვეურები 22 წლის გერმანელის ტრანსფერზე აქტიურად განაგრძობენ მუშაობას და დარწმუნებულები არიან, რომ ფლორიან ვირცის მიუნხენის ბაიერნში ტრანსფერზე დათანხმებას შეძლებენ.

ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.