ფლორიან ვირცის ოჯახი გაკვირვებული და გაღიზიანებულია
ფლორიან ვირცი კვლავ აქტუალურ თემად რჩება. Bayern&Germany-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გერმანელი შემტევის ოჯახის წევრები გაკვირვებული აღმოჩნდნენ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის გამო.
საუბარია ინფორმაციაზე, რომ მიუნხენის ბაიერნის მესვეურები ზეპირსიტყვიერად შეუთანხმდნენ ფლორიან ვირცის წარმომადგენლებს ტრანსფერზე. სწორედ ეს ინფორმაცია გახდა 22 წლის გერმანელის ოჯახის გაკვირვებისა და გაღიზიანების მიზეზი.
თუ ჟურნალისტის შტეფან კუმბერგერის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დავუჯერებთ ბაიერნსა და ვირცს შორის არანაირ ზეპირსიტყვიერ შეთანხმებას ადგილი არ ჰქონია.
თავად გერმანელი შემტევი ოჯახთან ერთად რამდენიმე დღის წინ ინგლისს ეწვია და მანჩესტერ სიტის წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა. ცნობილია, რომ პეპ გვარდიოლა ფლორიან ვირცს კევინ დე ბრუინეს შემცვლელად მოიაზრებს.
ასევე ცნობილი გახდა, რომ ფლორიან ვირცთან მოლაპარაკებები მერსესაიდული კლუბის წარმომადგენლებაც გამართეს.