სტატისტიკა: ჰოფენჰაიმი 0:4 ბაიერნი

ბუნდესლიგის ბოლო ტურში მიუნხენის ბაიერნი სტუმრად ჰოფენჰაიმს ესტურმა. ვენსან კომპანის შეგირდებს უკვე ოფიციალურად გაფორმებული აქვთ ბუნდესლიგის ტიტული და დღევანდელი შეხვედრის მიზანი სეზონის გამარჯვებით დასრულება იყო.

რეკორდმაისტერი საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდა და მასპინძლების დამარცხება უშანსოდ, ანგარიშით 0:4 მოახერხა. 

ანგარიშის გახსნა შეხვედრის 33-ე წუთზე მაიკლ ოლისემ მოახერხა. მეორე ტაიმის დასაწყისში, მატჩის 53-ე წუთზე ფრანგი შემტევის გადაცემით კიმიხმა ისარგებლა და ანგარიში ორამდე გაზარდა.

მატჩის მიწურულს კი 80-ე და 86 წუთზე სერჟ გნაბრი და ჰარი კეინი გამოირჩნენ. ამრიგად ჰოფენჰაიმმა მიმდინარე სეზონი სატურნირო ცხრილის 15-ე პოზიციაზე დაასრულა და გერმანიის უმაღლეს ჩემპიონატში ადგილის შენარჩუნება შეძლო.

დღევანდელი შეხვედრის სტატისტიკა კი ასე გამოიყურება:

ჰოფენჰაიმი0:4მიუნხენის ბაიერნი
33%ბურთის ფლობა67%
6დარტყმები14
2კარში დარტყმა5
1კუთხურები4
3თამაშგარე0
9ჯარიმები7
0ყვითელი ბარათები0
0წითელი ბარათები0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.