ლეროი სანე შესაძლოა ნიუკასლში გადავიდეს

ლეროი სანეს მიუნხენის ბაიერნი ვერ უთანხმდება და სულ უფრო რეალური ხდება გერმანელი შემტევის წასვლა. Bayern Insider-ის ინფორმაციით ნიუკასლი ფეხბურთელით დაინტერესებულია და თუ საპასუხო სურვილიც იქნება მზად არის სანე ზაფხულში გაიფორმოს.

მას შემდეგ რაც ლეროი სანემ უკვე შეთანხმებულ კონტრაქტზე უარი განაცხადა და აგენტი შეიცვალა ყველასთვის ნათელი გახდა, რომ გერმანელს მეტის მიღება სურდა მიუნხენის ბაიერნისგან, რასაც რეკორდმაისტერის მესვეურები არ ეთანხმებიან და უკვე შეთავაზებული პირობების გაუმჯობესებას არ აპირებენ.

სავარაუდოა, რომ ყველაფერი ისე დარჩება, როგორც ახლაა და ლეროი სანე მიუნხენის ბაიერნს დატოვებს. სპორტული ფაქტორების გარდა, აღსანიშნავია პირადი მოტივებიც. გერმანელი შემტევის მეგობარ გოგონას ინგლისში დაბრუნების სურვილი აქვს და სავარაუდოდ ესეც გარკვეულ გავლენას ახდენს ლეროი სანეს გადაწყვეტილებაზე.

ივნისის ბოლოს გერმანელს ოფიციალურად დაუსრულდება მოქმედი ხელშეკრულება და უსასყიდლოდ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეძლებს მიუნხენის ბაიერნის დატოვებას. იქნება თუ არა ლეროი სანეს მომავალი კლუბი ნიუკასლი ამასაც მალე გავიგებთ.

ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.