ფლორიან ვირცს გადაწყვეტილება არ მიუღია

ფლორიან ვირცით რამდენიმე ევროპული გრანდია დაინტერესებული, თუმცა 22 წლის გერმანელ შემტევს ამ დრომდე არ მოუღია გადაწყვეტილება. ცნობილი სპორტული პორტალის Kicker-ის ინფორმაციით ფარმაცევტების ვუნდერკინდი ამ დრომდე ფიქრობს გადაწყვეტილებაზე.

Kicker ირწმუნება, რომ ფლორიან ვირცს თანხმობა დაინტერესებული კლუბებიდან ჯერ-ჯერობით არცერთისთვის უთქვამს. 22 წლის გერმანელისთვის ბრძოლას განაგრძობენ მანჩესტერ სიტი, მიუნხენის ბაიერნი და ლივერპული.

ფლორიან ვირცი ინგლისშიც იმყოფებოდა, სადაც მანჩესტერ სიტისა და ლივერპულის წარმომადგენლებსაც შეხვდა. მიუხედავად ამისა Kicker-ი წერს, რომ 22 წლის შემტევმა წინადადებები მოისმინა, თუმცა პასუხი არცერთისთვის უთქვამს.

Kicker-ის ინფორმაციით დიდი შანსია იმის, რომ ფლორიან ვირცი ინგლისური კლუბებიდან ერთ-ერთში გადავიდეს.

ლევერკუზენის ბაიერი თავის მხრივ ცდილობს 22 წლის შემტევის სატრანსფერო უფლებების სანაცვლოდ დაახლოებით 150 მილიონი ევრო გამოიმუშავოს. აგრეთვე ცნობილია, რომ ფარმაცევტებს გუნდის საკვანძო ფეხბურთელის რეკორდმაისტერში გაშვება არ სურთ.

ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.