ნიკო უილიამსით მიუნხენის ბაიერნი ინტერესდება
ნიკო უილიამსი, რომელიც ამ მომენტისთვის ბილბაოს ატლეტიკის ღირსებას იცავს შესაძლოა მალე მიუნხენის ბაიერნის ფეხბურთელი გახდეს. Todofichajes-ს ინფორმაციით გერმანული გრანდის მესვეურები ტრანსფერის განხორციელებას ამ ზაფხულს ეცდებიან.
ცნობილი სპორტული პორტალი transfermarkt-ი 22-წლის ვინგერის მიმდინარე სატრანსფერო ღირებულებას 70 მილიონ ევროდ აფასებს.
Todofichajes-ის ინფორმაციით ნიკო უილიამსის მიუნხენის ბაიერნში ტრანსფერი კი სავარაუდოდ გერმანულ გრანდს 58 მილიონი ევრო დაუჯდება.
22-წლის ესპანელს ბილბაოს ატლეტიკთან მოქმედი კონტრაქტი 2027 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული. მიუნხენის ბაიერნის გარდა ნიკო უილიამსის მიმართ ინტერესს ლონდონის არსენალიც იჩენს.
ცნობილი სპორტული პორტალი transfermarkt-ი ნიკო უილიამსის მიუნხენის ბაიერნში ტრანსფერის ალბათობას ამ მომენტისთვის 23% აფასებს.