ლეროი სანეს შეძენა ტოტენჰემს სურს

ლეროი სანე, რომელიც ჯერ კიდევ მიუნხენის ბაიერნის ფეხბურთელია დიდი ალბათობით მალე კლუბს დატოვებს. Sky Sports-ის ინფორმაციით გერმანელი შემტევი გარემარბის შეძენა ტოტენჰემს სურს.

Sky Sports-ი წერს, რომ ევროპის ლიგის მოგების შემდეგ, როდესაც გაირკვა, რომ ტოტენჰემი მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს, ლეროი სანესთვის ეს კლუბი უფრო საინტერესო გახდა.

უკვე დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლეროი სანე რეკორდმაისტერთან ხელშეკრულებას არ გააფორმებს და ივნისის ბოლოდან თავისუფალი აგენტის სტატუსით უსასყიდლოდ დატოვებს გერმანულ გრანდს.

ცნობილი სპორტული პორტალის transfermarkt-ის ინფორმაციით 29-წლის გერმანელის შეძენით ტოტენჰემის გარდა ლონდონის ჩელსი, ლონდონის არსენალი, ნაპოლი და გალათასარაია დაინტერესებული.

transfermarkt ლეროი სანეს მიმდინარე სატრანსფერო ღირებულებას 38 მილიონ ევროდ აფასებს.

ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.