სტატისტიკა: ბაიერნი 3:1 ჩელსი
ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართული პირველი შეხვედრა მიუნხენის ბაიერნმა საკუთარ კედლებში გამართა. ვენსან კომპანის შეგირდები ლონდონის ჩელსის მასპინძლობდნენ. რეკორდმაისტერმა მიუნხენში დამაჯერებელი ანგარიშით 3:1 იმარჯვა.
მატჩში ანგარიში 20-ე წუთზე მაიკლ ოლისეს დარტყმის შემდეგ გაიხსნა. ფრანგის მიერ დარტყმული ჩალობას მოხვდა და ავტო-გოლით გახსნეს ანგარიში რეკორდმაისტერის ფეხბურთელებმა.
ამ მომენტიდან მალევე მატჩის 27-ე წუთზე რეკორდმაისტერმა პენალტი მოიპოვა. თერთმეტ მეტრიანის რეალიზება ჰარი კეინმა მოახერხა და ტაბლოზე 2:0 დააფიქსირა.
არისტოკრატებმა პირველივე ტაიმში მოახერხეს ერთი ბურთის გაქვითვა. კოულ პალმერიმ მატჩის 29-ე წუთზე შესანიშნავი დარტმით აიღო მანუელ ნოიერის კარი და შეხვედრის პირველი ნახევარიც 2:1 დასრულდა.
მეორე ტაიმიც პირველისგან არანაკლებ აქტიური და მომენტებით დახუნძლული გახლდათ. მატჩის 63-ე წუთზე ჰარი კეინმა დუბლი გაიფორმა და რეკორდმაისტერის უპირატესობაც ორ ბურთამდე გაზარდა 3:1.
მატჩის მიწურულს 89-ე წუთზე კოულ პალმერს ჰქონდა შესანიშნავი შანსი სხვაობა მინიმუმამდე შეემცირებინა. 23 წლის ინგლისელმა მანუელ ნოიერის კარის აღებაც მოახერხა, თუმცა მთავარმა არბიტრმა გადამოწმების შემდეგ თამაშგარე დააფიქსირა და გოლი არ ჩაითვალა.
ამრიგად რეკორდმაისტერმა პირველი შეხვედრა სახლში დამაჯერებელი ანგარიშით 3:1 დაასრულა. შეხვედრის სტატისტიკა და ასეთი გახლავთ.