მიუნხენის ბაიერნმა ვენსან კომპანის ხელშეკრულება გაუხანგრძილვა

ვენსან კომპანიმ მიუნხენის ბაიერნთან მოქმედი ხელშეკრულება გაახანგრძლივა, აღნიშნულ ინფორმაციას გერმანული გრანდის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს. 39-წლის ბელგიელი სპეციალისტი ბავარიელებს 2029 წლამდე გაწვრთნის.

შეგახსენებთ, რომ ვენსან კომპანი რეკორდმაისტერში მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე 2024 წელს დაინიშნა. 39-წლის ბელგიელ სპეციალისტს ხელშეკრულება 2027 წლამდე ჰქონდა გაფორმებული.

ვენსან კომპანის თავკაცობით რეკორდმაისტერმა გასულ სეზონში მოახერხა ბუნდესლიგის ტიტულის მოპოვება. მიმდინარე სეზონში კი მიუნხენის ბაიერნი შესანიშნავად გამოიყურება.

39-წლის სპეციალისტის თავკაცობით გამართულ 67 შეხვედრაში მიუნხენის ბაიერნმა 49-ჯერ გაიმარჯვა, 9 ფრე ითამაშა და 9 შეხვედრაში დამარცხდა. მიმდინარე სეზონში კი რეკორდმაისტერს მიჯრით 11 მოგება აქვს.

ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.