სტატისტიკა: გლადბახი 0:3 ბაიერნი
ბუნდესლიგის მე-8 ტურში მიუნხენის ბაიერნი სტუმრად ბორუსია პარკზე გლადბახს ესტურმა. ვენსან კომპანის გუნდი მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ გამოიყურება და გამონაკლისი არც დღევანდელი შეხვედრა გახდა. რეკორდმაისტერმა დამაჯერებელი ანგარიშით 0:3 გაიმარჯვეს.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში გამართული 13 ოფიციალური შეხვედრიდან მიუნხენის ბაიერნმა ყველაში მოახერხა გამარჯვების მოპოვება. ნამდვილი სიგიჟეა გოლების მაჩვენებელიც, რომელიც 44:9 არის რეკორდმაისტერის სასარგებლოდ.
პირველივე ტაიმში კასტროპმა იუხეშა 19-ე წუთზე და მოედნიდან იქნა გაძევებული. მიუხედავად რიცხობრივი უპირატესობისა რეკორდმაისტერმა შეხვედრის პირველ ნახევარში გოლის გატანა ვერ მოახერხა.
მეორე ტაიმი კი ნამდვილად სანახაობრივი გამოდგა. იოზუა კიმიხმა მატჩის 64-ე წუთზე მოახერხა ანგარიშის გახსნა. ზუსტად 5 წუთში რაფაელ გერეირომ ისარგებლა მაიკლ ოლისეს გადაცემით და სხვაობა ორამდე გაზარდა.
შეხვედრის 75-ე წუთზე კევინ სტოგერს ჰქონდა ანგარიშის 1 ბურთამდე შემცირების შესაძლებლობა, თუმცა პენალტის ნიშნულიდან გოლის გატანა ვერ მოახერხა.
მატჩის საბოლოო ანგარიში კი რაფაელ გერეიროს პასით ლენარტ კარლმა დააფიქსირა 0:3. დღევანდელი მატჩის სტატისტიკა კი ასე გამოიყურება: