ვენსან კომპანი: ასე უნდა გავაგრძელოთ
ვენსან კომპანი ბუნდესლიგის მე-8 ტურის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს. ბელგიელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ რეკორდმაისტერმა ასე უნდა გააგრძელოს და ფეხბურთელები არ უნდა მოდუნდნენ.
შეგახსენებთ, რომ დღეს რეკორდმაისტერი სტუმრად გლადბახს ესტუმრა და დამაჯერებლად 0:3 გაიმარჯვა. ვენსან კომპანის შეგირდებისთვის ეს მიმდინარე სეზონში 13 ჩატარებული ოფიციალური შეხვედრიდან მიჯრით მეცამეტე გამარჯვებაა.
- სეზონის სტარტიდან 13 ზედიზედ მოპოვებული გამარჯვება შთამბეჭდავია ხო?
"რათქმაუნდა, თუმცა გაჩერება არ შეიძლება - წინსვლა ასე უნდა გავაგრძელოთ. ოთხშაბათს გერმანიის თასის ეგიდით კიოლნის წინააღმდეგ გვექნება მატჩი და ეს სულ სხვა ისტორია იქნება.
დღესაც გოლი არ გავუშვით. გუნდი შესანიშნავ ფორმაშია, თუმცა ახლა მნიშვნელოვანია თვითმკაყოფილებას არ მივეცეთ. სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ, ბევრი ვიმუშავოთ და შემდეგ მატჩში შედეგი დავდოთ", - ამბობს ვენსან კომპანი.