ვენსან კომპანი: მთავარია შემადგენლობის გონივრულად გამოყენება
ვენსან კომპანი გერმანიის თასზე კიოლნთან შეხვედრის შემდეგ პრესასთან კომენტარს აკეთებს. ბელგიელი რეკორდმაისტერის ზედიზედ მეთოთხმეტე მოგებულ მატჩზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მთავარია შემადგენლობის გონივრულად გამოყენება.
- არ გგონიათ, რომ თამაშის ასეთმა სტილმა საბოლოოდ შეიძლება შემადგენლობა გადაქანცოს?
"ყველას საკუთარი გამოცდილება აქვს. მე პირადად მსგავსი რამ გავლილი მაქვს. ორი სეზონის განმავლობაში მანჩესტერ სიტისთან ერთად 198 ქულა მოვაგროვეთ და თითოეული შესაძლებლობების მაქსიმუმს დებდა. ვიღაცას გამოსდიოდა - ვიღაცას არა.
ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია შემადგენლობის გონივრულად გამოყენება და თითოეული მოთამაშის სათამაშო დროის გათვალისწინება. ჯამალ მუსიალას, ალფონსო დევისისა და ჰიროკი იტოს დაბრუნდების შემდეგ ტემპი არ დაეცემა", - ამბობს ვენსან კომპანი.